LOGO

 

 

 

  • მთავარი
    • ინფორმაცია საზოგადოების შესახებ
    • საზოგადოების წევრები
    • წევრობის სააპლიკაციო ფორმა;
    • მარეგულირებელი დოკუმენტები
  • პროგრამები
    • ჩვენი პროგრამები
    • ტრენინგის სტანდარტები
    • საერთაშორისო პროგრამები
  • თერაპევტები
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • სიახლე
  • პუბლიკაციები
    • ჩვენი პუბლიკაციები
    • პროექტები
    • მონაცენთა ბაზა
  • ბმულები
  • კონტაქტები
GEO EN

ინფორმაცია ჩვენს შესახებ

სკბთ საზოგადოების მოკლე ისტორია
საზოგადოების დაფუძნება და განხორციელებული საქმიანობები

  • 2004-2005 წწ. სამხრეთ ლონდონის და მოდსლის ფსიქიატრიის ინსტიტუტიდან მოწვეული სპეციელისტის მიერ ჩატარდა სატრენინგო კურსი ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისათვის: ‘კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქოზებისთვის, დეპრესიისთვის და შფოთვითი აშლილობებისთვის’ - საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია (სფჯა) და გლობალური ინიციატივა ფსიქატრიაში (გიფ,);
  • 2006 წ. ქართულ ენაზე გამოიცა წიგნი: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია“. შემდგენლები: ა. ბეგიაშვილი, ქ. აბდუშელიშვილი (სფჯა)
  • 2009 წ. ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული სატრენინგო კურსი: „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის“. ავტორი: ქ. აბდუშელიშვილი. (სფჯა)
  • 2010 წ. ივნისი-დაფუძნდა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს)
  • 2010 წ. შემუშავებულ იქნა საქართველოში კბთ-სასწავლო პროგრამის პირველადი ვარიანტი
  • 2011 წ. მარტი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის პირველი ტრეინინგი, „შესავალი კბთ-ში“, პირველი ნაკადის მსმენელთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს და სფჯა).
  • 2012 წ. ნოემბერი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის შემდგომი ტრეინინგები, (კბთ ოკა-ს, პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვის და დეპრესიის დროს) პირველი ნაკადის სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს)
  • 2012 წ. აგვისტო - გამოქვეყნდა სტატია „კბთ საქართველოში“ ბრიტანულ ჟურნალში ‘CBT Today’  
  • 2013 წ. იანვარი - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის პირველი ტრეინინგი, „შესავალი კბთ-ში“, მეორე ნაკადის მსმენელთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთ)
  • 2013 წ. იანვარი - ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის საზოგადოებაში (European Association of Behavioral and Cognitive Therapy-EABCT) გაწევრიანების გზაზე, სკბთ-მ დაიწყო თანამშრომლობა უკრაინის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ინსტიტუტთან (ხელმძღვანელი, პროფ. ოლეგ რომანჩუკი), ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამის საქართველოში განხორცილების მიზნით
  • 2013 წლიდან დაიწყო მუშაობა სკბთ-ს სტანდარტების EABCT-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად: განახლდა სკბთს წესდება; საბოლოო სახით დასრულდა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამაზე მუშაობა
  • 2013-2014 წლები - ჩატარდა კბთ სასწავლო პროგრამის შემდგომი ტრეინინგები (კბთ ოკა-ს, პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვის, იპოქონდრიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობების და დეპრესიის დროს) მეორე ნაკადის სპეციალისტებისთვის-ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის (სკბთს).
  • 2013 წლის დეკემბერი - პირველი და მეორე ნაკადის სპეციალისტებს ჩაუტარდათ ტრეინინგი - „ბიჰევიორული თერაპია - ქცევის გამოყენებით ანალიზი“. 
  • 2014 წლის ივნისი - ოქტომბერი - ფსიქოლოგებს ჩაუტარდათ სასწავლო სემინარი თემაზე: „კლინიკური ფსიქიატრიის ზოგადი საკითხები; ფსიქიატრიული აშლილობების ტიპიური ნიშნები და სიმპტომები“.
  • 11.2013-02.2014 სკბთს-ს მიერ განახორციელდა კვლევა - ‘ფსიქოთერაპევტის პროფესიული როლის და ფუნქციების განსაზღვრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მულტიდისციპლინურ გუნდში“.  საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია.
  • 2014 წ. ოქტომბერი - საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება გახდა EABCT - ს ნამდვილი წევრი.
  • 2014 წ. ნოემბერი დაფინანსდა პროექტი: „საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა“. გიფ-თბილისი
  • 2015-2020 წლებში ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის საზოგადოების მიერ დაფინანსდა ვორქშოფების ციკლი: ფსიქოთერაპიული მიდგომები სხვადასხვა აშლილობების დროს. მოწვეულნი იყვნენ აკრედიტებული ტრენერები.
  • 2020 წლის 24 თებერვლიდან საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებამ მიიღო EABCT - ს აკრედიტაცია.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების მიზნები და ამოცანები

კბთ საზოგადოების ძირითადი მიზანია, საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დანერგვა/გავრცელება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სპეციფიური მიზნებია:

  • საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე რეფორმებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში კბთ-ს დამკვიდრება/ლობირება;
  • ფსიქოთერაპიული საქმიანობის ლეგიტიმაციის ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, საზოგადოების ამოცანებია:

  • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით დაინტერესებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა შორის ინფორმაციის გავრცელება;
  • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ლობირება თანამედროვე სერვისებში დასანერგად;
  • მომზადდეს და მიღებულ იქნას „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“.

საზოგადოების საქმიანობებია, საზოგადოების წევრების მიერ საჭირო ლიტერატურის მოპოვება-დამუშავება და გავრცელება; ქართულ ენაზე სასწავლო კურსის შემუშავება და მისი აკრედიტაცია შესაბამისი უწყების (ჯანდაცვის/განათლების სამინისტრო) მიერ; სამუშაო მეთოდების ათვისებისთვის სასწავლო ვიდეო-ფილმების, სახელმძღვანელოების შემუშავება; კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარება; საერთაშორისო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებებში ინტეგრირება; ხელის შეწყობა, რათა შემუშავდეს - „კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ“ და კანონქვემდებარე სხვა მარეგულირებელი დოკუმენტეის შემუშავება და ლობირება.
კბთ საზოგადოების უახლოესი მიზნებია, ორგანიზაციაში მოვიზიდოთ და გავაერთიანოთ ამ მეთოდით დაინტერესებული ადამიანები. მათთან ერთად შევიმუშავოთ კბთ-ს ჩატარების და სწავლების სტანდარტები; მათთან ერთად შევიმუშავოთ საზოგადოების განვითარების სტრატეგია, წარვმართოთ ფონდების (დაფინანსების) მოძიება დასახული მიზნების გადასაჭრელად.

   

We inform you that the 11th INTERNATIONAL CONGRESS of CLINICAL  PSYCHOLOGY will be held in GRANADA (SPAIN), from 25th to 28th OCTOBER, 2018.

PROPOSAL FOR INVITED SYMPOSIUM 11th INT CONG CLINICAL PSYCHOLOGY-GRANADA, 2018

http://www.aepc.es/PsClinicaXI/presentacion_en.html

Reduced prices for members of this collaborating institution

A preview of the SCIENTIFIC PROGRAM:
http://www.aepc.es/PsClinicaXI/ProgramaCientifico_en.html

CALL FOR PAPERS: We are accepting four types of proposal formats including WRITTEN PRESENTATIONS and CLINICAL CASES (Poster format), CLINICAL SESSIONS and SYMPOSIUM:

Important: Deadline for abstract submission is JUNE 18th, 2018
http://www.aepc.es/PsClinicaXI/presentaciontrabajos_en.html

The number of places is limited.
REGISTRATION:
http://www.aepc.es/PsClinicaXI/Inscripcion_en.html

CONGRESS VENUE: Barceló Granada Congress 5*
http://www.aepc.es/PsClinicaXI/sede_en.html

Promotional video of the 11th International Congress of Clinical Psychology:
https://www.facebook.com/congresodepsicologiaclinica/videos/439685423115056/

Follow Us:
Twitter: @CongresoClinica
Facebook: https://www.facebook.com/congresodepsicologiaclinica/

z1

We inform you that the 11th INTERNATIONAL CONGRESS of CLINICAL PSYCHOLOGY  will be held in GRANADA (SPAIN),  from 25 to 28 october, 2018.
http://www.aepc.es/PsClinicaXI/presentacion_en.html

Advance of the Scientific Program:
http://www.aepc.es/PsClinicaXI/ProgramaCientifico_en.html

We encourage you to send a proposal of INVITED SYMPOSIUM in which you present your scientific or professional contributions, with those people that you consider appropriate. 
Each symposium will take 90 minutes and it will be composed of four or five communications of 15 minutes each one and a consequent debate.
                                                                                           
The Congress organization will be in charge of the registration fee of the person that coordinates the session. There must be a registrated person by each communication presented, with the exception of the coordinator, who can present a communication.
  
You must send your proposal before next MARCH 16th, including the following information, in a Word document:
- Name and mini curriculum of the coordinator (100-150 words)
- Title of the symposium
- Brief summary of the symposium (100-150 words)
- Titles and authors (and affiliation) of of the communications included in the symposium.

And in a jog file:
- Passport-sized photo, in jpg file format

EMAIL FOR SENDING: psclinica.sec@aepc.es
Official languages: English, Spanish and Portuguese.

Once we have received your proposal, the scientific committee will assess it and communicate you their decision.

Kind regards,
Scientific Committee

11th INTERNATIONAL CONGRESS of CLINICAL PSYCHOLOGY
http://www.aepc.es/PsClinicaXI/presentacion_en.html
Twitter: @CongresoClinica
Facebook: https://www.facebook.com/congresodepsicologiaclinica/

 

 

 

ვორქშოპი 2016 წლის 27 აპრილი ვორქშოპი 2016 წლის ოქტომბერი

მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონალური კონფერენციის ეგიდით, 2016 წლის  27 აპრილს ჩატარდება ვორქშოფი თემაზე: "შემთხვევის კონცეპტუალიზაცია კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში". ვორქშოპს უძღვებოდა ევროპის ბიჰვიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციაში ბელგიის კბთ ასოციაციის წარმომადგენელი, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი იან კალენსი.

საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების და ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მხარდაჭერით, 2016 წლის 28 - 29 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "დიალექტიკურ-ბიჰევიორული თერაპია"; 30 ოქტომბერს კი ჩატარდა სუპერვიზიის ტრენინგი კოგნიტურ-ბიჰევიორულ კონცეპტუალიზაციაში. ვორქშოპს და სუპერვიზიას უძღვებოდა ბელგიელი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი იან კალენსი.

z1 z2

 

 

z44   z44   z44   z44

კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია

კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია ეფუძნება ორ ძირითად ფენომენს. 1) სუბიექტის ქცევა და ემოცია გავლენას ახდენს მის აზრებზე; 2) სუბიექტის აზრები განსაზღვრავს მის ემოციებსა და ქცევას. იდეა, რომ აზროვნების ჯანსაღ და კონსტრუქციულ წესს შეუძლია დისტრესის რედუქცია და კარგად ყოფნის განცდის გამოწვევა სხვადასხა კულტურაში მრავალი საუკუნის განმავლობაში მიღებული და დამკვიდრებული აზრია. აარონ ბეკმა პირველად სცადა დეპრესიის მკურალობისათვის გამოეყენებინა კოგნტურ ბიჰევიორული მიდგომა. კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის დროს თერაპევტი სახელმძღვანელოდ იყენებს კარგად შესწავლილ და ფორმულირებულ თერაპიულ გეგმას. ბეკის მიერ შემუშავებული მეთოდი, რომელიც გაამდიდრა და გააფართოვა მრავალმა მკვლევარმა დღესდღეობით სხვადასხვა აშლილობების: დეპრესიის, შფოთვითი და კვებითი აშლილობების, ქრონიკული ტკივილის, წამალდამოკიდებულების მკურნალობის დროს გამოიყენება.